ტყის პატრული და ახალი ადგილები დასვენებისთვის - წლის შედეგები ბუნების დაცვის კუთხით

© photo: Sputnik / Stringerსოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალ წელს უწყება ახალი ტყის კოდექსის მიღებას გეგმავს

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო კანონმდებლობის დახვეწა, რის შედეგად შემუშავდა რეგულაციები წყალთან, ნიადაგთან და ჰაერთან დაკავშირებით, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხუთშაბათს 2018 წელს უწყების მუშაობის შეჯამებისას.

დავითაშვილის თქმით, უწყების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს მობილური სადგურების შეძენა და განთავსება, რომლებიც ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.

საქართველოში ჰაერსა და წყალში ტყვია აღმოჩნდა >>

„აღსრულების საკითხებში გვაქვს შედეგები. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის წყლისა და ნიადაგის შემოწმება გაააქტიურა. ჰაერის შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. პირველად შევიძინეთ მობილური სადგური. ამის შემდეგ მყისიერი ინფორმაცია გვაქვს ჰაერის დაბინძურების შესახებ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრების თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია ახალი დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკების ვებპლატფორმისა და ვიზიტორთა ცენტრების შექმნა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ სტუმრების რაოდენობა გაიზარდება.

აპარატურა ჰაერში ტყვიის შემცველობის გასაზომად - Sputnik საქართველო
ტყვია თბილისის ჰაერში - გამოქვეყნდა ახალი მონაცემები

„2018 წელს მთავრობის პრიორიტეტი იყო ტყეების მოვლა, დაცვა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი სამუშაოები გატარდა. სატყეო სააგენტომ შეიმუშავა ახალი ტყის კოდექსი, რომელსაც 2019 წელს მივიღებთ. 2019 წლიდან სპეციალიზებული ტყის პატრული იარსებებს. ტყის აღდგენითი ღონისძიებები მიმდინარეობდა მთელი წლის მანძილზე, ბორჯომში ხანძრის შემდეგ გადამწვარი 900 ჰექტარზე მეტი ეტაპობრივად აღდგება. წელს ბორჯომში 148 ჰექტარი აღდგა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ტყეების აღდგენითი სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბორჯომში ხანძრის შედეგად დამწვარი 900 ჰექტარი ტყე ეტაპობრივად აღდგება. წელს აღდგენილია 148 ჰექტარი.

მიმდინარე წლის პრიორიტეტი იყო ასევე მწვანე ეკონომიკა და სოფლის განვითარება.

ბორჯომის ტყეში 120 ათასი წიწვოვანი ხე დაირგო >>

„სოფლად ცხოვრების დონე უნდა გაუთანაბრდეს ქალაქში ცხოვრების დონეს. ახალგაზრდა ფერმერების მიერ 100-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმო შეიქმნა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი ასევე შეეხო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხს. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მავნებლის გავრცელება დასავლეთ საქართველოში შემცირებულია. მიმდინარე წელს 780 ჰექტარი დამუშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0