რატომ დააჯილდოეს ლონდონში ქართველი მეზღვაურები

© Maritime Transport Agency of Georgia / FBქართველი მეზღვაურების დაჯილდოვება ლონდონში
ქართველი მეზღვაურების დაჯილდოვება ლონდონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მეზღვაურებს ჯილდო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ International Maritime Organization - IMO უკვე მეორედ გადასცა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ქართველი მეზღვაურები ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოეს,  იუწყება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

ქართველ მეზღვაურებს ჯილდო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ International Maritime Organization - IMO უკვე მეორედ გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია 6  დეკემბერს, ლონდონში, IMO-ს სათავო ოფისში  გაიმართა.

 ჯილდო კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს გადასცეს.

სააგენტოს განცხადებით, ეს ჯილდო ქართველი მეზღვაურების მაღალი პროფესიონალიზმის კიდევ ერთი დადასტურება და აღიარებაა საერთაშორისო საზღვაო საზოგადოების მხრიდან.

ყველა ახალი ამბავი
0