მილიონი თითოეულს: არჩევნების პირველი ტურის ლიდერები სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო ბანერი
სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბიუჯეტო სახსრები წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად უნდა გამოეყოს პრეზიდენტობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც პირველ ტურში ხმების 10%-ზე მეტი მიიღეს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ლიდერებს - არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ყოფილ კანდიდატებს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძესა და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დავით ბაქრაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოს ერთი მილიონი ლარი ერგება.

წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
ფული არჩევნებისთვის - რომელმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულობა

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილემ, რომელიც შეძლებს პირველ ტურში 10-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდა მიიღოს თანხა, რომელიც არ აჭარბებს ერთ მილიონ ლარს. ეს თანხა გამოიყოფა იმ ხარჯების დასაფარავად, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდა.

არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ზურაბიშვილმა მიიღო ხმების 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37.73% და ბაქრაძემ - 10,97%. ამგვარად, ეს გადავიდა მეორე ტურში გადავიდნენ ზურაბიშვილი და ვაშაძე.

მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართა, ხმების 59,52%-ით გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0