მოქალაქეებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების წესი შესაძლოა შეიცვალოს

© courtesy of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იანვარ-აგვისტოში ნარკოლოგიური შემოწმება საქართველოში სულ 6 675 ადამიანმა გაიარა და მათგან 3 628 პირს დადებითი შედეგი დაუდგინდა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნარკოლოგიური წესის  შეცვლას საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

სახალხო დამცველის შეფასებით,  დღეს მოქმედი წესი, რომლითაც ადამიანს ნარკოტიკული საშუალებით თრობა უდგინდება, ადამიანის უფლების შემლახველი და არაკონსტიტუციურია. 

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
საქართველოს ომბუდსმენი მუშაობის სტრატეგიას ცვლის

სახალხო დამცველის აპარატმა ამ ცვლილების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილება უახლოეს დროში გახდება ცნობილი.

მოქმედი კანონმდებლობით, პირის ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგი წესები მოქმედებს: კლინიკური გამოკვლევის ფარგლებში, დგინდება ინექციური გზით ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ობიექტური მაჩვენებლების – ინექციის შემდგომი კვალის, ან ნაწიბურის ხილული ვენების პროექციაზე კანის საფარველზე არსებობა.

კლინიკური გამოკვლევის შემდეგ კი ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა ექსპრეს-დიაგნოსტიკური ტესტების გამოყენებით.   ბიოლოგიური მასალის  აღება კი ხდება გამოსაკვლევი პირის მიერ შერჩეულ პირობებში – ვიდეოთვალის მეთვალყურეობით, ან გამოკვლევაზე უფლებამოსილი (იმავე სქესის) პირის თანდასწრებით.

არსებული ინფორმაციით,  იანვარ-აგვისტოში ნარკოლოგიური შემოწმება საქართველოში სულ 6 675 ადამიანმა გაიარა და მათგან 3 628 პირს დადებითი შედეგი დაუდგინდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0