ოჯახურ ძალადობაში 16 პოლიციელია მხილებული - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტი უკივე განიხილავს შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ოჯახური და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელს გამკაცრებას ითვალისწინებს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვრიდან ოჯახურ ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილა, რვა კი — მსგავს დანაშაულზე არასათანადო რეაგირებაში, განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

აღნიშნული განცხადება მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ 9 თვიანი მუშაობის შედეგების წარდგენისას გააკეთა.  

დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს. 

„გამკაცრდა პოლიტიკა უწყების იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობაში არიან მხილებული ან არასათანადო რეაგირებას ახდენენ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, დისციპლინური სახდელი დაეკისრა 8 პოლიციელს. ოჯახში ძალადობაში კი მხილებულ იქნა 16 პოლიციელი, რომელთა მიმართ (გამოძიების პარალელურად) გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა“, — განაცხადა გახარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა, რომელთა მიხედვით, 2017 წელს სამართალდამცავ ორგანოებს 2017 წელს 4 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა ძალადობის ფაქტზე. ამასთან, უწყებამ 5 ათასი შემაკავებელი ორდერი გასცა. 

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალი ქმარმა და დედამთილმა სცემეს

„აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რისკების შეფასების ინსტრუმენტი დაინერგა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე მეტი შემაკავაბელი ორდერი გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკების შეფასების ინსტრუმენტი ძალიან ეფექტურად მუშაობს“, — განაცხადა თოლორაიამ.

ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის შესაძლებლობას იძლევა, საქართველოში 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, პოლიციის 10 000-მა თანამშრომელმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა.

ამ დროისთვის პარლამენტი განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ოჯახური დანაშაულისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელს გამკაცრებას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0