20:21 20 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1229
  • 100 RUB4.3536
  • USD2.7871
გიორგი მარგველაშვილი დაცვის თანხლებით

მძღოლი დაცვის ნაცვლად: ქვეყნის ყოფილ პირველ პირებს შესაძლოა სახელმწიფო დაცვა მოუხსნან

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
102 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პირადი დაცვა უფლებამოსილების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემდეგ შეუნარჩუნდებათ ერთი წლით.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფომ, შესაძლოა, დაცვის ნაცვლად მხოლოდ ტრანსპორტითა და მძღოლით უზრუნველყოს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.   

„თუ დაცვის საჭიროება არ არის, ჩვენ დაცვა სპეციალური ტრანსპორტირებით და მძღოლით უნდა ჩავანაცვლოთ. ამაზე ევროპული გამოცდილებაც მიგვითითებს. დაცვა სადაც საჭიროა, უნდა დავტოვოთ, სადაც საჭირო არ არის, მოვხსნათ და სხვა მომსახურე საკითხებით ჩავანაცვლოთ“, — განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.

აღნიშნული განცხადება ჩუბინიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და პარლამენტის თავმჯდომარეების სახელმწიფო დაცვის შეზღუდვის ინიციატივაზე საუბრისას გააკეთა.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონებში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე გამწესების დღიდან დაენიშნებათ პერსონალური დაცვა. ხოლო უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი, დაცვის მომსახურება შეუნარჩუნდებათ ერთი წლის ვადით. 

საკონონმდებლო ცვლილებების პროქტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი კი – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. 

„ერთი წელი ჩვენ მოგვცემს დაკვირვებისა და რისკების შეფასების საშუალებას. ამის შემდეგ გადაწყდება მათთვის დაცვის შენარჩუნება-არშენარჩუნების საკითხი. არა მგონია, რომ დაცვის არსებობა ვინმესთვის კომფორტული იყოს... ვფიქრობ, რომ ეს ხალხი უნდა უზრუნველვყოთ ტრანსპორტირებით“, — განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი მთავრობის დადგენილებითაც შეიძლება დარეგულირდეს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტებს პერსონალური დაცვა არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ემსახურება.

მთავარი თემები