გორში სახალხო დღესასწაულს ზეიმობენ

© Sputnik / STRINGERქალაქი გორი
ქალაქი გორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქში დილიდან სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. გორი ქალაქის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

სუხიშვილების მოცეკვავეები - Sputnik საქართველო
ანსამბლი „სუხიშვილები“ ბოლნისქალაქობაზე გამოვა

ღონისძიებები ქალაქში სამ ადგილას - კირიონ II-ის ქუჩაზე, შადრევანისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება.

მიმდინარეობს ადგილობრივი ღვინის, თაფლის, ყველის, ჩირის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილია ხალხური რეწვის ოსტატების, მხატვრების ნამუშევრები, მუზეუმების გამოფენები.

ქალაქში ტარდება სპორტული ასპარეზობები და სპეციალური ღონისძიებები ბავშვებისთვის.  

საღამოს დაგეგმილია შიდა ქართლის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და კონცერტი, რომელსაც ფოიერვერკით  დაასრულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0