საქართველოს სპეცსამსახურები ფარულ თვალთვალს ირლანდიაში შეისწავლიან

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიფარული თვალთვალი
ფარული თვალთვალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სპეცსამსახურები ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთოებისა და კიბერგამოძიების კვლევით ცენტრში ტრენინგებს გაივლიან.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც ფარულ თვალთვალს ეწევიან, შესაძლებლობა ექნებათ ტრენინგები გაიარონ ირლანდიის ეროვნულ უნივერსიტეტში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ფარული თვალთვალის“ სააგენტოს უფროსი დანიშნულია>>>

ამის თაობაზე სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ და ირლანდიურმა უნივერსიტეტმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი ითვალისწინებს სუს-სა და ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთოებისა და კიბერგამოძიების კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობას ტრენინგების, კურსების, გაცვლითი ვიზიტებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაზიარების კუთხით.

„აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მისცემს საშუალებას გადაამზადოს საკუთარი თანამშრომლები ევროკავშირის სამართალდამცველი უწყებების მიერ აღიარებული სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების მიხედვით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს დისტანციური და რეგულარული სასწავლო პროგრამების შემუშავებას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიღწევების ურთიერთგაცვლას, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ექსპერტიზის პროდუქტების და მომსახურების გაზიარებას.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
„ცუდ პოლიციელებს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხედავს

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ირლანდიის ეროვნულ უნივერსიტეტთან ასეთი შეთანხმება გააფორმა.

ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთოებისა და კიბერგამოძიების კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ევროკავშირის ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელსაც გააჩნია სამართალდამცველი უწყებების საჭიროებებზე მორგებული კიბერუსაფრთხოების, კიბერგამოძიებისა და ციფრული ექსპერტიზის პროგრამები.

ცენტრი წარმოადგენს ევროპოლის კიბერდანაშუალის ცენტრის E3-ის ოფიციალურ პარტნიორს და მონაწილეობს მისი ეგიდით შემუშავებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.

საქართველო ევროპოლის წევრი 2017 წლის ივნისში გახდა.

საქართველოში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო 2017 წლის მარტში საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0