ერთადერთი ქალაქი საქართველოში, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები უფასოდ იმგზავრებენ

© FB / Zugdidi Cityზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრმა სპეციალური ბარათი მძღოლს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარუდგინოს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდში სასწავლოს წლის დაწყებიდან მასწავლებლები და სტუდენტები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობენ, ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეღავათებით ზუგდიდის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, ტექნიკური მუშაკები, აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ისარგებლებენ.

პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის სპეციალური ბარათები შესაბამისი დაწესებულებების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით დამზადდა და მგზავრებმა ისინი მძღოლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარუდგინონ.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტი ზუგდიდის მერიის საპილოტე პროექტია, რომლისთვისაც ამ ეტაპზე 20 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0