ტყვია სისხლში - საქართველოში ბავშვებს შეამოწმებენ

გამოწერა
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 14 ათას ოჯახს შეამოწმებს

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ორიდან შვიდ წლამდე ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით შეამოწმებენ, განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა თაკო უგულავამ თბილისში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღნიშნულ კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური და გაეროს ბავშვთა ფონდი ჩაატარებს. გაეროს ექსპერტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 14 ათას ოჯახს მოინახულებენ.

საქართველოს მოსახლეობას ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ>>>

ისინი ოჯახებში შეისწავლიან ყველა ფაქტორს, მათ შორის - ბავშვისა და დედის მდგომარეობას, დედის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ბავშვის ჯანმრთელობას, რამდენად ხშირად და რატომ მიმართავენ ექიმს და ა.შ.

შავი ჯიპი პარკინგზე - Sputnik საქართველო
ტყვიის გავრცელება ჰაერში: მთავრობის მომავალი ნაბიჯები

გარდა ამისა, იგეგმება ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წონისა და სიმაღლის გაზომვა. ამ კუთხით ექსპერტებს სურთ დაადგინონ აქვთ თუ არა მათ ნუტრიტული დეფიციტი (ქრონიკული, ანთროპომეტრიული და ლაბორატორიული მაჩვენებლების კომპლექსი).

კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

ბავშვების ტყვიით მოწამვლა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება. ტყვიას ისუნთქავენ, რადგან ის ჰაერშია უმცირესი ნაწილაკების სახით, რომელსაც გამოყოფს ავტომობილი გამონაბოლქვთან ერთად, ან ორთქლდება ტყვიის საფუძველზე დამზადებული საღებავიდან და ა. შ. ტყვია თუ ადამიანის ორგანიზმშია, მისი პოვნა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში უფრო ხშირად განიხილება აღნიშნული პრობლემა. მოსახლეობას მოუწოდებენ გამოკვლევების ჩატარებას, საქართველოს ხელისუფლებამ კი დედაქალაქში ეკოლოგიის დასაცავად რიგი ღონისძიებები გაატარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0