თუშეთის გზაზე მოძრაობა აღდგა

© Sputnik / Levan Avlabreliგზაზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ
გზაზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტიქიის მომენტიდან ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებდნენ

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 24-56-ე კმ მონაკვეთზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

„აღნიშნულ გზის 12-72-ე კმ მონაკვეთზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის 1-11 კმ მონაკვეთზე დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", — ნათქვამია განცხადებაში.

„სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მიწა და ქვა-ღორღი გადაუღებელი წვიმების შედეგად რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა. 11 აგვისტოდან აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 24-52 კმ მონაკვეთზე.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის მომენტიდან ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებდნენ.

საქართველოში ძლიერი წვიმები ხუთშაბათს დაიწყო. ზოგიერთ რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა. უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზები დაიტბორა და მოქალაქეები გარკვეული შეზღუდვებით გადაადგილდებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0