11:46 19 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
თბილისის  ხედი

რომელ ადგილზეა „2018 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში“ საქართველო

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

საქართველო მოლდოვას, ყაზახეთისა და ბელარუსის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. „2018 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში“ საქართველო 163 ქვეყანას შორის 102-ე ადგილზეა, იუწყება ტელეკომპანია Imedi Forbes-ის ქართულ გამოცემაზე დაყრდნობით. 

ბოლო რეიტინგში საქართველოს 2.13 სარეიტინგო ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით გაუარესებული მაჩვენებელია.

რეგიონში საქართველო მოლდოვას, ყაზახეთისა და ბელარუსის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც 2008 წელს რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა და რომელიც ბოლო 10 წელში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 

პოზიციების გაუმჯობესებას ქვეყანაში ბიზნესის გარემოსა და პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობას უკავშირებენ.

Booking-მა საქართველო მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავ ღვინის მიმართულებებს შორის დაასახელა >>

რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნებია ისლანდია, ახალი ზელანდია და ავსტრია.


მთავარი თემები