როდის ჯობია გათხოვება – თბილისელების მოსაზრება

© Sputnik / Denis Aslanovსაქორწილო ფესტივალი
საქორწილო ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ასაკში ჯობია ოჯახის შექმნა, ბავშვების აღზრდა და თანხის გამომუშავება

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. თბილისელების აზრით, ოჯახის შესაქმნელად ყველაზე ოპტიმალური ასაკია 18–35 წელი. ასეთია კომპანია ACT Global–ის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგები.

მოსაზრებას, რომ ოჯახის შექმნა 25–30 წლის ასაკში ჯობია, ემხრობა თბილისელი ქალების 58% და მამაკაცების 70%.

მეორე ადგილზეა ასაკობრივი კატეგორია – 18–24, ხოლო მესამეზე – 31–35. საინტერესოა, რომ ოჯახის შექმნა 18–24 წლის ასაკში უფრო მისაღებია ქალებისთვის, ხოლო 31–35 – მამაკაცებისთვის.

დაიცავით საკუთარი სახლი და ქმართან ურთიერთობები ბოროტი ძალებისგან — თქვენ ეს შეგიძლიათ! - Sputnik საქართველო
რატომ არ თხოვდებიან ქალები?

გამოკითხულთა მესამედი მიიჩნევს, რომ ქალები უფრო ადრე უნდა დაოჯახდნენ, ვიდრე მამაკაცები.

რაც შეეხება ბავშვებზე ზრუნვას, თბილისელების 77% მიიჩნევს, რომ მშობლებმა თავიანთი მოვალეობები თანაბრად უნდა გაინაწილონ. 22%–ის აზრით, ბავშვები დედებმა უნდა აღზარდონ, და მხოლოდ 1% მიიჩნევს, რომ ეს მამის საქმეა.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ ცოლ–ქმარმა ეს მოვალეობა თანაბრად უნდა გაინაწილოს.

კვლევა 2018 წლის 2–3 ივნისს ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 400 ადამიანი. სტატისტიკური ცდომილებაა 3–6,5%.

Act – ესაა გლობალური ანალიტიკური კომპანია, რომელიც მოიცავს დსთ–ის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, აქვს თავისი წარმომადგენლობები საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

 

ყველა ახალი ამბავი
0