ბაკურიანში, დიდველზე ზაფხულის სეზონი ოფიციალურად დღეს იხსნება

© FB / Bakurianiბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონს დღეს ოფიციალურად გახსნის, ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში — 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს. 

უწყების ცნობით, მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტების განვითარება გრძელდება

კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველოპარკი და 29 კმ-იანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრობოლელებისთვის, ისე მოყვარულებისთვის.

2016 წელს ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ — ე.წ. მთის ციგა დამონტაჟდა. ატრაქციონი ფუნქციონირებს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.

კურორტზე ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრი „ბაკურიანი“, სადაც ყოველკვირეულად იმართება პრემიერები. 

კინოთეატრ „ბაკურიანში“ განთავსებულია საინფორმაციო ცენტრი, რომელიც  საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს უზრუნველყოფს ინფორმაციით ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ. საინფორმაციო ცენტრი დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინოს სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამინდზე, საბაგიროს ფუნქციონირებაზე, მთაზე არსებულ მდგომარეობაზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგსა და ა.შ. 

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, რომელიც როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს მთის კურორტების შესახებ ამომწურავ ინფორმაცის აწვდის.


ყველა ახალი ამბავი
0