წყნეთი–ბეთანიის გზა 29 ივნისს გაიხსნება

© Facebook / Giorgi Kvirikashviliწყნეთი-ბეთანიის გზა
წყნეთი-ბეთანიის გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყნეთი-ბეთანიის გზაზე გადაადგილება წყალდიდობის შემდეგ დღემდე შეუძლებელი იყო.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. წყნეთი–ბეთანიის გზა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაინგრა, 29 ივნისს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერია განაგრძობს წყალდიდობით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურებას - Sputnik საქართველო
თბილისის მერია წყალდიდობით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურებას განაგრძობს

წყნეთი–ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა 13 ივნისის ღამეს წყალდიდობა გამოიწვია. მეწყერმა გარკვეული დროის განმავლობაში მდინარე ვერე გადაკეტა, მდინარის წყლის დონემ მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

„ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს" – კალაძე თბილისის წყალდიდობის შესახებ>>>

წყნეთი–სამადლოსა და წყნეთი–ახალდაბის გზის აღდგენით სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. წყალდიდობის დღიდან დღემდე აღნიშნულ გზაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. გზის  აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია Caucasus Road Project ახორციელებს. სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო.

მუნიციპალური ფონდის ინფორმაციით, სამუშაოები მაღალ დონეზეა შესრულებული, რაც გარანტიას იძლევა, რომ კონსტრუქციები არ დაინგრევა. კერძოდ, პირველად საქართველოში მოეწყო ისეთი უსაფრთხოების ბარიერები, რაც დიდი ძალის დარტყმას უძლებს. მთის ზემო ნაწილში კი დაიდგა სენსორები, რომლებიც მთაში მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებს აფიქსირებს და შესაბამისი სიგნალის შემთხვევაში გზა შლაგბაუმით ჩაიკეტება.

წყნეთი–სამადლოსა და წყნეთი–ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. გზის პროექტირება–რეაბილიტაციის ღირებულება 26 მილიონი ლარია და სამუშაოები 14 თვეში დასრულდა. გზის ახალი მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით ერთ კილომეტრს შეადგენს.

გზის გახსნა მიმდინარე წლის 13 ივნისს, სტიქიის სამი წლის თავზე იყო დაგეგმილი, თუმცა წვიმიანი ამინდების გამო გზის გახსნა რამდენიმე კვირით გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0