გარდაიცვალა მომღერალი გიო ხუციშვილი

© Facebook / City Magazine Georgiaმომღერალი გიო ხუციშვილი
მომღერალი გიო ხუციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ცნობილი მომღერალი გიო ხუციშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

ინფორმაცია მომღერლის გარდაცვალების თაობაზე ტელეარხს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა დაუდასტურა. 

მომღერალი გიო ხუციშვილი - Sputnik საქართველო
გიო ხუციშვილი: ეს ვარსკვლავი გამოძახილია ამ სიყვარულის, მიყვარხართ ყველა!

ცოტა ხნის წინ გიო ხუციშვილს თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მანამდე კი გაიმართა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ დავით ევგენიძე, ლელა წურწუმია, ეკა კახიანი, ლიზა ბაგრატიონი, თამარ ჭოხონელიძე, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი.

საღამოზე გიო ხუციშვილმა მსმენელს სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვარსკვლავი მისი თაობის ყველა შემსრულებელს ეკუთვნის.

გიო ხუციშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სიმღერის პოპულარიზებაში. ქართული სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ხუციშვილი გასულ წელს თბილისის საკრებულომ დააჯილდოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიო ხუციშვილს სიმსივნის მძიმე ფორმა ჰქონდა და ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.


ყველა ახალი ამბავი
0