ვახტანგ ძაბირაძე: ცუდია რომ კონსტიტუცია მოჰყავთ ფარად

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუცილებელია თუ არა „კულტურის კანონში" ცვლილებების შეტანა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ეკა ბესელიას  და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ინიცირებულია „ კულტურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შეეძლება შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვა, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას და პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

განმარტებით ბარათის თანახმად კანონპროექტის მიღების მიზანი, კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან ჰარმონიზებაა.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ცვლილებების შესაბამისად, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლს ემატება ახალი წინადადება, რომელიც მიუთითებს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის შესაძლებლობაზე მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

გარდა ამისა, ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალს ემატება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

მამაკაცი სიგარეტს ეწევა - Sputnik საქართველო
თამბაქოს მოხმარების აკრძალვა თეატრსა და კინოს შეეხო - მოწინააღმდეგეთა თვალსაზრისი

და ეს კანონი ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

კონსტიტუციონალისტ  ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ეს ზოგადი ჩანაწერი კონსტიტუციაში ადრეც არსებობდა, მაგრამ მისი კანონში გადატანა აქამდე აზრადაც არავის მოსვლია, ამიტომ დასაბუთება სჭირდება იმას თუ რატომ გახდა ეს საჭირო ახლა.

„თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ დაირღვა მისი კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ეს საკანონონმდებლო ცვლილებები ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდის ავლით ხორციელდება, რადგან კულტურის შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. კონსტიტუცია მოჰყავთ ფარად და ეს არის ცუდი“- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას.
კონსტიტუციონალისტის აზრით, შესაძლოა კონსტიტუციაში არსებული ეს ჩანაწერი ვიღაცამ ცენზურისთვის გამოიყენოს.

„დიდი საშიშროებაა იმისა, რომ ხელისუფლებამ, როცა მოუნდება, ეს გამოიყენოს შემოქმედებითი ადამიანების წინააღმდეგ. ამიტომ მგონია, რომ არანაირი აუცილებლობა დღეს კულტურის კანონში ამ ცვლილებების შეტანის არაა“- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
გახდება თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი

კონსტიტუციონალისტის მიაჩნია, რომ უფრო მეტიც, ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება არის სახიფათო, რადგან დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოუნდება ვინმეს მისი არამართლზომიერად გამოყენება.

„ჩვენ რომ ვიყოთ ჩამოყალიბებული დემოკრატიული სტრუქტურების მქონე საზოგადოება და ქვეყანა, შეიძლება ეს არც იყოს პრობლემა, მაგრამ ჩვენ იქამდე ძალაინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი“ — აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

კონსტიტუციონალისტის აზრით სწორი ხშირად არც გერმანიისა და საფრანგეთის მაგალითებით საუბარია, რადგან როცა შედარებას აკეთებ უნდა შეადარო არა მხოლოდ კანონმდებლობა, არამედ საზოგადოებაც და მისი განვითარების დონეც.

კულტურის შესახებ კანონში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი ლევან გოგიჩაიშვილმა და ეკა ბესელიამ საქართველოს პარლამენტში უკვე წარადგინეს. ინიციატორების განცხადებით ეს ცვლილებები ცენზურის დაწესებას არ ნიშნავს.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0