თბილისის ზოოპარკს კიდევ ერთი ნაპოვნი დათვის ბელი გადასცეს

© Minister of Environment Protection and Agriculture of Georgiaთბილისის ზოოპარკის დირექტორი დათვის ბელით ხელში
თბილისის ზოოპარკის დირექტორი დათვის ბელით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მურა დათვის ბელი ცაგერის რაიონში ტყის პირას იპოვეს.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკს კიდევ ერთი დათვის ბელი გადასცეს, რომელიც ცაგერის რაიონის სოფელ ოყურესთან, ტყის პირას იპოვეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

დათვის ბელის პოვნის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფელ ოყურეში მცხოვრებმა დარეკა. ეს წითელ წიგნში შეტანილი მურა დათვის დაახლოებით ორი თვის ბელი აღმოჩნდა. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ.

დათვის ბელები - Sputnik საქართველო
რა ბედი ეწია ცაგერში ნაპოვნ მურა დათვის ორ ბელს

დათვის ბელს რაიმე დაზიანება არ ჰქონია, თუმცა მისი ასაკის გამო გადაწყვიტეს, ველურ ბუნებაში არ დაეტოვებინათ. ამიტომ ბელი ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს გადასცეს.

როგორც ცნობილია, თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს. ის დათვებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. როდესაც სპეციალისტები გადაწყვეტენ, რომ დათვი მზადაა ველურ ბუნებაში გასასვლელად, მას გაუშვებენ, აღნიშნეს სამინისტროში.

დათვის ბელი ცაგერის რაიონში აპრილშიც იპოვეს, რომელიც ასევე თბილისის ზოოპარკს გადასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0