გიორგობა ავღანეთში: როგორ აღნიშნეს ქართველმა სამხედროებმა დღესასწაული

© photo by press-service of Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები ავღანეთში წასვლის წინ
ქართველი სამხედროები ავღანეთში წასვლის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვთისმსახურება ბრიგადების კაპელანებმა და დეკანოზმა გობრონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში აღავლინეს.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღესასწაული III ქვეითი ბრიგადის 31-ე და I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონების სამხედროებმა აღნიშნეს. ღვთისმსახურება ბრიგადების კაპელანებმა, დეკანოზებმა გობრონმა და დავითმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში აღავლინეს.

„ავღანეთშიც კი ჩვენ წმინდა გიორგისგან ვითხოვთ შემწეობას, რადგან ეს ტაძარი წმინდა გიორგის სახელზე არის ნაკურთხი და ყოველი პატრულირებისა თუ განწესის წინ ვლოცულობთ და მისგან ვითხოვთ შემწეობას. გიორგობას გილოცავთ ჩემო მონატრებულო ქართველებო", — აღნიშნა III ქვეითი ბრიგადის კაპელანმა დეკანოზმა გობრონმა.

ქართველი სამხედროების როტაცია ავღანეთში - Sputnik საქართველო
იზორია: ქართველი სამხედროები მშვიდობის უზრუნველყოფის საქმის ერთგული რჩებიან

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაგრამის საავიციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოება და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ახლო მომავალში დაასრულებს. ქვედანაყოფს, როტაციის წესით, ეტაპობრივად I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ანაცვლებს. უახლოეს მომავალში ახლადჩასული I ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფი სამოქმედო არეალს სრულად გადაიბარებს და საერთაშორისო მისიის შესრულებას დაიწყებს.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის. საქართველოს მხრიდან მისიაში ამ ეტაპზე 872 სამხედრო მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0