იწყება „მეგობრობის ხიდის" მშენებლობა საქართველოსა და სომხეთს შორის

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსაქართველო-სომხეთის საზღვარი
საქართველო-სომხეთის საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი უნიკალურია რეგიონისთვის, რომელიც მძღოლებს მგზავრობის სირთულეებს შეუმსუბუქებს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველო–სომხეთის საზღვარზე (სადახლო-ბაგრატაშენი), მდინარე დებედაზე „მეგობრობის ხიდის" მშენებლობა იწყება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„მეგობრობის ხიდი" ორივე ქვეყნის მთავრობების მხარდაჭერით შენდება. პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელმაც ამისთვის საქართველოს 6 მილიონი ევრო გამოუყო.

„ერთობილივი ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია, ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე — სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს — კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს კი — საქართველო", — ნათქვამია განცხადებაში.

ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
ხიდი საქართველოდან რუსეთისკენ მიმავალ გზაზე ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო იქნება

ახალი ხიდის მეშვეობით მძღოლები დაბრკოლების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებით. ამჟამად საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელია ადგილობრივი სოფლის გადაკვეთა, რომელიც გარკვეულწილად მოუხერხებელია.

შეთახმებას ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ ორი ქვეყნის მთავრობებმა ხელი 2014 წლის დეკემბერში მოაწერეს.

უკვე ცნობილია კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს. ამ ეტაპზე არჩევენ კომპანიას მეთვალყურეობის განსახორციელებლად.

ყველა ახალი ამბავი
0