ლარისა დოლინამ ქართველი დიზაინერის კაბა მოირგო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშილარისა დოლინა
ლარისა დოლინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარისა დოლინა ნიქაბაძის შემოქმედების თაყვანისმცემელია

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ცნობილი რუსი მომღერალი ლარისა დოლინა ბალეტ Todes-ის საიუბილეო საღამოზე ცნობილი ქართველი დიზაინერის გოგა ნიქაბაძის კაბით გამოჩნდა.

ნიქაბაძემ საკუთარ კაბაში გამოწყობილი დოლინას ფოტო Instagram-ზე დადო. ორიგინალური სტილის გრძელი ვარდისფერი კაბა ძალზე უხდებოდა რუს ჯაზ-მომღერალს, რომელმაც დიზაინერის გვერდის ხელმომწერებისგან მრავალი „ლაიქი" დაიმსახურა. თავად დოლინამ კი ფოტო საკუთარ Instagram-ზე გადააზიარა წარწერით „მაესტრო".

 

 

ლარისა დოლინა ნიქაბაძის შემოქმედების თაყვანისმცემელია. მარტში გამართული Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს ჩვენება ცნობილმა რუსმა მომღერალმა სწორედ გოგა ნიქაბაძის კაბით დახურა.

მოსკოვის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერის ჩვენება პუბლიკისგან ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. გოგას უყვარს ჩვენების შოუდ გადაქცევა, სწორედ ამიტომ მაყურებელი მას აპლოდისმენტებითა და ოვაციებით ხვდება.

ლარისა დოლინამ გოგა ნიქაბაძის ჩვენება დახურა>>>

ნიქაბაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი პოპულარული ქართველი დიზაინერია. 2000 წელს შექმნა პირველი კოლექცია Teenager. ის ახალი კოლექციების გამოშვებას მუდმივად აგრძელებს და ყოველ ჯერზე საკუთარ ნიჭს, ასევე ქართული მოდის თვითმყოფადობასა და უნიკალურობას ამტკიცებს. თავად დიზაინერი აცხადებს, რომ საქმიანობაში საიდუმლოებები არ აქვს, ის უბრალოდ აკეთებს იმას, რასაც გრძნობს და საკუთარ ემოციებს კოლექციებში გადმოსცემს.

ყველა ახალი ამბავი
0