საქართველოში „მის დეკოლტე 2018" გაიმართება

© photo: Sputnik / Denis Aslanov„მის ბიუსტი 2016"
„მის ბიუსტი 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს პირველად კონკურსის მონაწილეები სატელევიზიო რეალითი-შოუს მონაწილეები გახდებიან

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სილამაზის კონკურსი „მის დეკოლტე 2018" ივნისის დასაწყისში გაიმართება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო ადამაშვილმა.

თბილისში საიუბილეო მეათე მამაკაცთა სილამაზის კონკურსი მისტერ ვალენტინი 2018 გაიმართა - Sputnik საქართველო
საქართველომ ვალენტინი აირჩია: როგორ ჩატარდა სილამაზის კონკურსის ფინალი

კონკურსის მთავარი სიახლეა რეალითი-შოუს ელემენტები. „მის დეკოლტეს" (მას ადრე „მის ბიუსტი" ერქვა) დამაარსებლის თქმით, კონკურსანტები რეიტინგული სატელევიზიო შოუს რეპორტაჟების ციკლის გმირები გახდებიან. დეტალებს ჯერჯერობით არ ამხელენ.

„გოგონებს შესაძლებლობა მიეცემათ, სახელი გაითქვან მთელ ქვეყანაში და არა მარტო. ისინი წარმოაჩენენ თავიანთ უნარებს, მოსინჯავენ ძალებს ახალ პროფესიებში. საქართველოში ჩატარებულ სილამაზის არცერთ კონკურსში ასეთი ფორმატი არ ყოფილა", — განაცხადა ადამაშვილმა.

მან ასევე გაუზიარა სასიხარულო ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს" მკითხველს, რომ "მის დეკოლტე 2017"-ის გამარჯვებული სოფი ახალაძე საერთაშორისო კონკურსზე „მისის პლანეტა 2017" (რომელიც ბულგარეთში ჩატარდა) ნომინაციაში „მისის ტოპ-მოდელი" გამარჯვებული გახდა.

რაც შეეხება „მის დეკოლტე 2018"-ის ჟიურის, ის კვლავ საქართველოს მოდის ინდუსტრიისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებით დაკომპლექტება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-38 წლისებს. ამისთვის გოგონებმა ორგანიზატორებთან უნდა გაგზავნონ ფოტო, რომელზეც ნათლად გამოჩნდება სახე და დეკოლტეს ზონა. პარამეტრები 90-60-90 აუცილებელი არ არის. შერჩევისას მთავარი კრიტერიუმია მინიმუმ სამი ზომის მკერდი.

კონკურსი, გასული წლების მსგავსად, საქველმოქმედოა. მისი მიზანია ბრძოლა ანორექსიასთან და ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების მხარდაჭერა.

 

ყველა ახალი ამბავი
0