პრეზიდენტის ვაჟი გაქრისტიანდა

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტის ვაჟი თომა მარგველაშვილი
პრეზიდენტის ვაჟი თომა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თომა საქართველოს პრეზიდენტის მესამე შვილია

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას თავისი ვაჟის, თომას გაქრისტიანების შესახებ ამცნო.

თომა 16 იანვარს დაიბადა. ის გიორგი მარგველაშვილის მეორე შვილია მაკა ჩიჩუასთან.

„თომა გაქრისტიანდა“, – დაწერა პრეზიდენტმა ნათლობის ცერემონიის ფოტოებზე.

პრეზიდენტმა და მაკა ჩიჩუამ თავიანთი ურთიერთობები ოფიციალურად 2014 წლის სექტემბერში გააფორმეს. 2015 წლის 2 თებერვალს გაჩნდა პატარა თემო.

მარგველაშვილს ასევე ჰყავს სრულწლოვანი ქალიშვილი ანა, ხოლო პირველ ლედის – მაშო.

ყველა ახალი ამბავი
0