ღამის ნახევარმარათონი ბათუმში: ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტება

გამოწერა
პოლიციამ იმ ქუჩების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც The Great Batumi Night Race–ის დროს გადაიკეტება

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე, მასშტაბური ღამის ნახევარმარათონის The Great Batumi Night Race ჩატარებასთან დაკავშირებით, 21 აპრილს 19:00 საათიდან აიკრძალება, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოძრაობას გადაკეტავს შემდეგ ქუჩებზე: 

შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი;

შოთა რუსთაველის გამზირი;

გოგებაშვილის ქუჩა (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე);

პორტის შესახვევი;

ზვიად გამსახურდიას ქუჩა (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე);

მერაბ კოსტავას ქუჩა (ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ბოლომდე);

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (მერაბ კოსტავას ქუჩიდან რევაზ კომახიძის ქუჩის კვეთამდე);

რევაზ კომახიძის ქუჩა (კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე);

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (რევაზ კომახიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე);

ზურაბ გორგილაძის ქუჩა (ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთამდე);

ვაჟა ფშაველას ქუჩა (ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირის კვეთამდე);

მემედ აბაშიძის გამზირი (ვაჟა ფშაველას ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე);

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (მემედ აბაშიძის გამზირიდან რუსთაველის გამზირამდე);

გმირთა ხეივანი (იუსტიციის სახლიდან ტბელ აბუსერიძის გზატკეცილამდე);

ტბელ აბუსერიძის ქუჩა (შეიხის წრიულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე);

აეროპორტის გზატკეცილი (ტბელ აბუსერიძის წრიულიდან აეროპორტის წრიულამდე);

ახალი გზა (აეროპორტის წრიულიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე).

მარათონი - Sputnik საქართველო
ბათუმი მსურველებს ღამის გარბენში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ბათუმში 21 აპრილს პირველად გაიმართება მასშტაბური ღამის ნახევარმარათონი The Great Batumi Night Race.

დაგეგმილია მარათონის რამდენიმე სახეობა: ნახევარმარათონი — 21,1 კმ და მხიარული გარბენი (დაახლოებით 10 კმ). გარბენის დროა 18:00-23:00. ნახევარმარათონის გამარჯვებული სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდება.

კიდევ ორი მარათონი ბავშვებისთვის გაიმართება: — 6-9 წლის (500 მეტრი), 10-13 წლის (1 კმ) ასაკისთვის. ბავშვებისთვის მარათონში მონაწილეობა უფასოა, ხოლო უფროსები 20 ლარიდან ზევით თანხას გადაიხდიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0