15:22 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საქართველოსა და ნატოს დროშები

საქართველოში ნატოს დღეები იწყება

© Sputnik / Levan Avlabreli
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (285)
84 0 0

ნატოს დღეები საქართველოში მეთერთმეტე წელია აღინიშნება

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატოს  დღეებს ოფიციალურად გახსნის, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნატოს დღეები საქართველოში 2007 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს  საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოსახლეობის  ინფორმირებულობის გაზრდასა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მოქალაქეების მხარდაჭერის ხელშეწყობას.

წელს ნატოს დღეები 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

ნატოს დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა.

2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

 

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (285)

მთავარი თემები