01:02 17 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
ქალთა კოლონია

უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქეა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში - სტატისტიკა

© photo: Sputnik / Denis Aslanov
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ადამიანის უფლებები საქართველოში (94)
20230

2018 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სულ 23 036 არაპატიმარი მსჯავრდებულია, რეგიონებს შორის კი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით თბილისი გამოირჩევა

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების რაოდენობა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 470-ს აღწევს, აღნიშნულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის თებერვლის ერთიან ანგარიშში.  

უწყების ცნობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან  427 კაცია და 43 ქალი. ისინი  41 ქვეყნიდან არიან, მათ შორის,   ყველაზე მეტი  თურქეთის(120), აზერბაიჯანის (77), რუსეთის (55) და ირანის (48) მოქალაქეები არიან. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის არიან, ასევე, იტალიის, შვედეთის, ჰოლანდიის, ბრაზილიისა და მექსიკის მოქალაქეებიც. 

2018 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს პენიტენციური დეპარტამენტის  დაწესებულებებში განთავსებული იყო  9.457 მსჯავრდებული/ბრალდებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 0.25%-ს შეადგენს.

უწყების ინფორმაციით, პენიტენციური დეპარტამენტის  დაწესებულებებში განთავსებული 9 457 პირიდან  9 178 კაცია და 279 ქალი. 41-49 წლამდე ასაკის ბრალდებულები და მსჯავრდებულები საერთო რაოდენობის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლებით ხასიათდებიან. რაც შეეხება არასრულწლოვან მსჯავრდებულ/ბრალდებულებს, თებერვლის მდგომარეობით,  მათი რიცხვი 39-ს შეადგენს. ყველა მათგანი მამრობითი სქესისაა.

სტატისტიკის მიხედვით, 9 457 ბრალდებული/მსჯავრდებულიდან 3  921 პირი წარსულში ნასამართლევია. 

2018 წლის თებერვლის თვეში, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულები, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საერთო რაოდენობის 84.7%-ს შეადგენდა. მათ უმეტესობას მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები (4126) წარმოადგენდნენ. ასევე, დიდი ხვედრითი წილით განისაზღვრებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების (3195) რაოდენობაც. რაც შეეხება მსჯავრდებულთა გადანაწილებას დანაშაულის სახეობის მიხედვით,  მათი უმრავლესობა ეკონომიკური (4 610) და საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (3 394) ჩადენილი დანაშაულისათვის იხდის სასჯელს. ასევე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ადამიანის წინააღმდეგ (2 628) ჩადენილი დანაშაული. 

რაც შეეხება არაპატიმარ მსჯავდებულებს, 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სულ 23 036 არაპატიმარი მსჯავრდებული დაფიქსირდა. საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობით მაღალი მაჩვენებლით თბილისი გამოირჩევა, რომელსაც ასევე მაღალი მაჩვენებლით მოსდევს იმერეთის, სამეგრელო ზემო- სვანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები. არაპატიმარ მსჯავრდებულთა ყველაზე მცირე რაოდენობა  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონშია დაფიქსირებული.

რაც შეეხება დაავადებათა გავრცელებას პენიტენციურ დაწესებულებებში, 2018 წლის თებერვალში, გამოვლენილი დაავადებათა საერთო რაოდენობა 8 387-ს გაუტოლდა. გავრცელებული დაავადებებიდან ყველაზე დიდი ნაწილი ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებზე (1 450), სისხლის მიმოქცევის სისტემისა (1 192) და ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებებზე (1 151)  მოდის. 

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის  სამინისტროს სისტემაში დღესდღეობით  15 სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულება არსებობს, მათ შორის, 2 სამკურნალო, 1 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და 1 ქალთა სპეციალური დაწესებულება.


თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (94)

მთავარი თემები