მთებში ვერტმფრენი დაზიანდა

CC BY 2.0 / young shanahan / Jvari Passჯვრის უღელტეხილი
ჯვრის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი ართმხოს ხეობაში მოხდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ვერტმფრენს, რომელიც 2,7 ათასი მეტრის სიმაღლეზე სტეფანწმინდის რაიონში მიფრინავდა, დაუდგენელი მიზეზების გამო პრობლემები შეექმნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი ართმხოს ხეობაზე გადაფრენისას მოხდა. მფრინავები და მგზავრები არ დაშავებულან.

„ამ წუთებში გუდაურიდან ართმხოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას", — აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მომხდარს იკვლევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.

ყველა ახალი ამბავი
0