რატომ აიკრძალა თურქეთიდან კარტოფილის შემოტანა საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerკარტოფილი
კარტოფილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიბოთი დაავადებული კარტოფილის მიღება ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ აყენებს, თუმცა იგი ტოქსიკურია და მისი გამოყენება არ შეიძლება.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე კარტოფილის შემოტანა 2018 წლის 1 ივნისამდე აიკრძალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, იმპორტის აკრძალვის მიზანი ტერიტორიაზე კარტოფილის კიბოს თავისუფლად გავრცელების თავიდან აცილებაა.

საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ სტეფანწმინდაში - Sputnik საქართველო
საქართველოს საზღვრებზე ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლი მკაცრდება

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, ეს არის დროებითი ფიტოსანიტარიული ზომა, რომელიც კარტოფილის თესვის სეზონის დასრულებამდე იმოქმედებს, რათა თურქული კარტოფილი არ იყოს გამოყენებული სათესად.

მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ("უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელი ღონისძიებების გატარების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის იმპორტი ან/და ტრანზიტი შეიძლება დროებით აიკრძალოს ან მათი პირობები შეიცვალოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით") ითვალისწინებს.

განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.

კიბოთი დაავადებული კარტოფილის მიღება ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ აყენებს, თუმცა იგი ტოქსიკურია და მისი გამოყენება არ შეიძლება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილის ამოცნობა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. კერძოდ, ასეთ კარტოფილს კანზე შავი წინწკლები და ლაქები აქვს, ანათალის ქვეშაც შავი წინწკლებია შესამჩნევი.

კარტოფილის კიბო კარტოფილის ყველაზე სერიოზულ და საშინელ ავადმყოფობად მიინჩევა. მისი გამომწვევია სოკო Synchytrium Endobioticum(Schilb) Perc.

პირველად კარტოფილის კიბო უნგრეთში 1896 წელს დააფიქსირეს, თუმცა პარაზიტის სამშობლო უცნობია. დაავადება სწრაფად გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში, ხოლო 1918 წელს — აშშ-ში. ამჟამად იგი გვხვდება ევროპაში, იაპონიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში.

ქართული ყველი - Sputnik საქართველო
საეჭვო წარმოშობის ყველი ქართულ ბაზარზე - რა საფრთხეებს მალავს ასეთი პროდუქტი

1939-1940 წლებში დაავადების ცალკეული კერები გამოჩნდა დასავლეთ უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიაზე, შემდეგ კი დაავადება აღმოსავლეთით გავრცელდა.

საერთოდ, საქართველოში შემოტანილი პროდუქციისთვის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ამიერიდან გარკვეული პროდუქციის მფლობელები ანალიზის დასრულებამდე მის გაყიდვას ვერ შეძლებენ. ისინი ვალდებული იქნებიან განათავსონ ის საბაჟოს საწყობში, სხვა პროდუქციისგან განცალკევებით.

ახალი წესების მიხედვით, თუ იმპორტირებულ პროდუქტში ერთი წლის განმავლობაში ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი შეჩერდება ერთი წლის ვადით. სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს შეატყობინებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის სხვადასხვა სახეობის ხორცი, ფრინველი, თევზი, სოკო, ხილი და ბოსტნეული, როგორც ახალი, ისე გაყინული სახით.

ყველა ახალი ამბავი
0