თამარ გვერდწითელის საიუბილეო ბენეფისი მოსკოვში გაიმართება

© Sputnik / Denis Aslanovთამარ გვერდწითელი
თამარ გვერდწითელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საიუბილეო საღამოს სტუმრები რუსული ესტრადის ვარსკვლავები იქნებიან.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტის, ცნობილი ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბენეფისი კრემლის სახელმწიფო სასახლეში 17 თებერვალს გაიმართება.

გვერდწითელის ბენეფისის სტუმრები იქნებიან ცნობილი არტისტები – იოსებ კობზონი, იური ანტონოვი, ლევ ლეშენკო, ალექსანდრა პახმუტოვა, ალექსანდრ როზენბაუმი, ვიაჩესლავ დობრინინი, ვალერი მელაძე, გიორგი ლეფსი, ოლეგ გაზმანოვი, ნიკოლაი ბასკოვი, ალექსანდრ ბუინოვი, ელენა ვაენგა.

თამარ გვერდწითელთან ერთად სცენაზე ასევე წარდგებიან სოსო პავლიაშვილი, A-Studio, დიანა არბენინა, Emin, დმიტრი დიუჟევი, სერგეი ჟილინი, გლებ მატვეიჩუკი, დიანა ღურწკაია, ალექსანდრ კოგანი და ა.შ.

„ამ საოცრად ლამაზმა და ნიჭიერმა მომღერალმა თითქმის შეუძლებელი შეძლო – დაანგრია საზოგადოებისთვის ჩვეული საზღვრები და სივრცე. დიდი ხანია მსოფლიო რუკიდან გაქრა ქვეყანა, სადაც თამარ გვერდწითელის სახელი ყველამ იცოდა. თუმცა ამ  ვიბრაციულ, მსუბუქ, ოდნავ შესამჩნევ აქცენტიან ხმას პირველივე ნოტიდან შეუცდომლად ცნობენ რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში. გასაკვირი არ არის, რომ ცნობილმა ფრანგმა კომპოზიტორმა მიშელ ლეგრანმა იგი „მსოფლიოს ოქროს ხმად“ მონათლა“, – ნათქვამია კრემლის სახელმწიფო სასახლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. 

თამარ გვერდწითელი - Sputnik საქართველო
თამარ გვერდწითელის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მრავალწლიანი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მომღერალმა დაიპყრო ნახევარი მსოფლიო, სადაც სიმღერებს, სულ მცირე, ათ ენაზე ასრულებდა. და ყოველი მისი კომპოზიცია, შემსრულებლის ნიჭის წყალობით, პატარა მუსიკალურ შედევრად იქცევა, როგორც უკვდავი ჰიტი „არგო“, საოპერო არიები ან ებრაული ხალხური სიმღერები.

„მან ბევრი წოდება და რეგალია მოიპოვა, მაგრამ ეს მთავარი არაა. აქ მთავარია სხვა რამ: წლები მიდიან, იცვლებიან ქვეყნები, მაგრამ მისი სიმღერები მილიონობით მსმენელის საკუთრებად რჩება. და ყოველი შეხვედრა საბჭოთა და რუსული ესტრადის ლეგენდასთან თამარ გვერდწითელის თაყვანისმცემლებს სამუდამოდ ამახსოვრდებათ“, – ნათქვამია საიუბილეო ბენეფისის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0