ცნობილი გახდა, როდის გაიხსნება საქართველოში ჰოჰენფელსის მსგავსი სამხედრო ბაზა

© Photo courtesy of Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები ავღანეთში გამგზავრებისთვის ემზადებიან
ქართველი სამხედროები ავღანეთში გამგზავრებისთვის ემზადებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიახლეებზე ისაუბრა.

თბილისი, 13 თებერვალი  — Sputnik. ვაზიანის დასახლებაში გერმანიის ჰოჰენფელსის ბაზის მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა მაისში იგეგმება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

ცენტრის გახსნა ემთხვევა საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამის დაწყებას, რომელიც ითვალისწინებს ქართველი სამხედროების წვრთნას აშშ-ის მხარდაჭერით. იმის შესახებ, რომ საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრი აშენდება, ცნობილი 2017 წლის თებერვალში გახდა.

„2017 წელს 2 მილიონი ლარი მივმართეთ ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. 18 მილიონი ლარი მივმართეთ ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობისკენ, რომელიც მზად იქნება უკვე წელს და მაისში ავამოქმედებთ ყველაზე ამბიციურ პროგრამას საქართველოს პარტნიორებთან ერთად — თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. 3 მილიონი ლარი მივმართეთ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა იზორიამ.

ქართველო სამხედროები - Sputnik საქართველო
აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის 100 მლნ დოლარს გამოყოფს

საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავიდა. მაშინ საქართველოს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელმაც საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს „საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უშიშროების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“.

2016 წლის დეკემბერში თბილისში ჩამოსულმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ხელი მოაწერეს ჩარჩო–შეთანხმებას უშიშროების სფეროში 2016–2019 წლებში.

2017 წლის მარტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ აშშ საქართველოსთვის მემორანდუმის „საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უშიშროების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ფარგლებში 60-დან 70 მილიონამდე დოლარს გამოყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0