ჩინურმა კომპანიამ საქართველოს ექს-პრემიერი დაასაქმა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა, მას შემდეგ მისი პროფესიული საქმიანობის შესახებ ცნობილი არ იყო.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუშაობა ჩინურ კომპანია CEFC Energy Company Limited-ში დაიწყო, ნათქვამია ღარიბაშვილის საკუთარ Facebook-გვერდზე.

ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობას სათავეში ორი წელი ედგა. მან 2013 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება საზოგადოებისთვის მოულოდნელად 2015 წლის დეკემბერში გააკეთა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მასმედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი წინააღმდეგი არ არის, ღარიბაშვილი რომ პრეზიდენტი გახდეს

ჩინურ კომპანიაში ღარიბაშვილი რეგიონული პროექტების მართვის კუთხით კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. კომპანია რეგიონში CEFC-ს ინვესტიციებს მართავს.

CEFC Energy Company Limited-ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროებში საქმიანობს. კომპანიის ინტერესების სფეროებია ფასიანი ქაღალდები, აქტივების მართვა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობა. კომპანიის ბრუნვა 40 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.

CEFC China Energy Company Limited-ს "ფოთის თავისუფალ ინდუსტრიული ზონის" 75%-იან წილს გადასცემენ — ჩინეთში ქართულ-ჩინური ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

2017 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ CEFC China Energy Company Limited-ს "ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" 75%-იანი წილი გადაეცემოდა.

რეგიონში პირველმა ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ, რომელიც დააარსა RAK Investment Authority-მ (Rakia), სრულფასოვანი ფუნქციონირება 2011 წლიდან დაიწყო და ბიზნეს-სექტორების და ინვესტორების სხვადასხვა სეგმენტებს მოიცავს.

ირაკლი ღარიბაშვილი 1982 წლის 28 ივნისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1999-2004 წელი). 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ბინები, ავტოფარეხი და თანხა- რა ქონებას ფლობს ექსპრემიერი ღარიბაშვილი
2002-2004 წლებში პარალელურად სწავლობდა სორბონის (პარიზი) უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2005 წელს მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი.

2004-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია „ქართუ ჯგუფის“ სხვადასხვა ორგანიზაციებში ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა.

2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2012 წელს კი გახდა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ყველა ახალი ამბავი
0