საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ინტერაქტიული რუკა, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი მონაცემები საქართველოს მოსახლეობაზე, მათ შორის მათ განათლების დონეზე

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. განათლების დონის მხრივ ყველაზე დაბალი დონე ქვემო ქართლშია, სადაც მოსახლეობის 1,2%-მა არ იცის არც წერა და არც კითხვა, ნათქვამია მოსახლეობის 2014 წლის აღწერის სტატისტიკურ მონაცემებში სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა „საქსტატის" ვებ-გვერდზე.

ქვემო ქართლში 423.9 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან წერა-კითხვა არ იცის ხუთი ათასზე მეტმა.

მეორე ადგილზეა კახეთი — აქ წერა-კითხვა არ იცის მოსახლეობის 0,7%-მა. 318,5 ათასი ადამიანიდან წერა-კითხვის უცოდინარია 2,2 ათასზე მეტი ადგილობრივი.

ქუთაისი - Sputnik საქართველო
რომელია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი საქართველოში

შემდეგ ერთნაირი მაჩვენებლებით მოდიან სამცხე-ჯავახეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო-სვანეთი — 0,5%. სამცხე-ჯავახეთში 160,5 ათასი ადამიანიდან წერა-კითხვა არ იცის 802-მა ადამიანმა. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო-სვანეთში — 32 ათასიდან 160-მა.

მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში წერა-კითხვის უცოდინარია 0,4%. მცხეთა-მთიანეთში 94,5 ათასი მცხოვრებიდან წერა და კითხვა არ იცის დაახლოებით 380-მა ადამიანმა, შიდა ქართლში — 263,3 ათასიდან 1000-ზე მეტმა.

აჭარას, იმერეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიას ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ — 0,3%. აჭარის მოსახლეობა 333,9 ათასს აღწევს და აქედან წერა-კითხვის უცოდინარია ათასზე მეტი.

იმერეთში 533,9 ათასიდან წერა-კითხვა არ იცის 1,6 ათასზე მეტმა; სამეგრელო-ზემო სვანეთში 330,7 ათასიდან — 992-მა ადამიანმა, ხოლო გურიაში — 113,3 ათასიდან 340-მა.

ბოლო ადგილზეა საქართველოს დედაქალაქი. თბილისში წერა-კითხვის უცოდინართა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია — 0,1%. ქალაქში 1 მილიონ 108,7 ათასი ადამიანი ცხოვრობს და აქედან წერა-კითხვა არ იცის 1,1 ათასზე მეტმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0