ევროპაში თბილისიდან: Airzena 7 ახალი მიმართულებით იწყებს ფრენას

© photo: Sputnik / StringerAirzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი
Airzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრატისლავა, პარიზი, ბარსელონა, ბრიუსელი, ბოლონია, კელნი. ბერლინი - ამიერიდან ამ ქალაქებში თბილისიდან ქართული ავიაკომპანია Airzena-ს თვითმფრინავები იფრენს

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Airzena — Georgian Airways 25 მარტიდან ევროპის შვიდი მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს იწყებს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას შესაბამისი ნებართვა უკვე მისცა.

Georgian Airways-ს 25 მარტიდან განახორციელებს ავიარეისებს თბილისის-ბრატისლავა-თბილისი და თბილისი-პარიზი-თბილისი კვირაში ორჯერ — სამშაბათობითა და პარასკეობით.

ნადეჟდა ბენკლიანი - Sputnik საქართველო
NASA-ს ასტრონავტმა საქართველოში პირველი ქალი-პილოტი დააჯილდოვა

კვირაში ორჯერ შესრულდება რეისები: თბილისი-ბარსელონა-თბილისი (ოთხშაბათობითა და კვირაობით), თბილისი-ბრიუსელი-თბილისი (ხუთშაბათობითა და კვირაობით), თბილისი-ბოლონია-თბილისი (ოთხშაბათობითა და შაბათობით), თბილისი-კელნი-თბილისი (სამშაბათობითა და ხუთშაბათობით).

თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისებს ავიაკომპანია კვირაში სამჯერ შეასრულებს — ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით.

Georgian Airways იყენებს Boeing B737, Embraer E190 და Bombardier CL600-ის ტიპის საჰაერო ხომალდებს.

Georgian Airways 26 მარტიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს რეისებს კიდევ ორი — ათენისა და სალონიკის მიმართულებით, ასევე ექვსამდე გაზრდის პირდაპირი რეისების რაოდენობას სანქტ-პეტერბურგამდე. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნებულია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.

ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის და გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს ავსტრიის მიმართულებით ახორციელებდა. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.

2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — "საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა, დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.

 

ყველა ახალი ამბავი
0