საქართველოს გარემოს თითქმის 8,5 მლნ ლარის ზარალი მიაყენეს

© FB / Giorgi KvirikashviliПожарный работает на месте ЧП в Боржоми-Харагаульском лесу
Пожарный работает на месте ЧП в Боржоми-Харагаульском лесу - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში 2017 წელს დარღვევის 11,6 ათასი ფაქტი გამოვლინდა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა 2017 წელს 8,5 ლარი შეადგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წელს ბუნებრივი რესურსების სფეროში დარღვევის 11,6 ათასი ფაქტი გამოავლინა.

აქედან 11,1 ათასი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ხოლო 515 — სისხლის სამართლის. ყველა მასალა სამართალდამცველ ორგანოებს გადაეგზავნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიზიკური და იურიდიული პირების ჯარიმებმა 4 658,5 ათასი ლარი შეადგინა.

ირაკლი შავგულიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს წითელი წიგნი: გარემოს დღევანდელი პრობლემები

გასულ წელს სატყეო კანონმდებლობის დარღვევის 1,7 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება სატყეო მასალების ტრანსპორტირების წესების დარღვევას, აქ 1,3 ათასი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, დაფიქსირდა ტყის ჩეხის კუთხით ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 832 ფაქტი.

გასულ წელს ირღვეოდა აგრეთვე საქართველოს კანონი წიაღის შესახებ. აქ გამოვლენილია სამართალდარღვევის 2,5 ათასზე მეტი ფაქტი. 1,8 ათასზე მეტი შემთხვევა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კანონმდებლობის დარღვევას ეხება. 1,4 ათასზე მეტი ფაქტი ეხებოდა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევას, ხოლო ათასზე მეტი გამოვლინდა თევზჭერისა და ნადირობის დროს. კიდევ 836 ფაქტი სხვა სამართალდარღვევას ეხებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0