ცნობილია, როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში

© Sputnik / Alexander Imedashviliგოგონა მამის მხრებზე რუსთაველზე საახალწლო ნაძვის ხის ანთების ზეიმზე
გოგონა მამის მხრებზე რუსთაველზე საახალწლო ნაძვის ხის ანთების ზეიმზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთრის არდადეგები ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრამდე დაიწყება და ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ზამთრის არდადეგების ვადებს ისინი თავად ადგენენ.

საქართველოში 2 ათას 85 სახელმწიფო სკოლაა. მთლიანად, საჯარო და კერძო სკოლებში 575 ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0