ქართველი მოდელი GUCCI-ის 2018 წლის კატალოგში მოხვდა

© FB / Marisha UrushadzeГрузинская модель Мариша Урушадзе
Грузинская модель Мариша Урушадзе - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექტემბერში კი მარიშა ურუშაძე GUCCI-ის ექსკლუზიური მოდელი გახდა

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. იტალიურმა მოდის სახლმა GUCCI-მ 2018 წლის Pre-Fall-ის კოლექციის კატალოგი წარმოადგინა, რომელშიც ქართველმა მოდელმა მარიშა ურუშაძემ მიიღო მონაწილეობა.

2018 წლის GUCCI-ის ტანსაცმლის ხაზი მარიშა ურუშაძემ სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად წარმოადგინა. ეს ქართველ მოდელთან GUCCI-ის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის.

ქართველმა ლამაზმანმა GUCCI-ის წარმომადგენლების ყურადღება რამდენიმე თვის წინ მიიპყრო. მარიშამ ექსკლუზიური მოდელის რანგში Gucci Women's and Men's Spring Summer 2018 Fashion Show-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მილანში სექტემბერში ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ აღნიშნული მოდის კვირეულის ფარგლებში გოგონა მხოლოდ ამ ბრენდის ჩვენებებზე უნდა გამოსულიყო პოდიუმზე.

მოდელებისთვის მნიშვნელოვანია ექსკლუზიური მოდელის სტატუსის მიღება, რამდენადაც ეს პირდაპირი გზაა მსოფლიო მოდის ინდუსტრიისკენ.

ურუშაძე ქართული სააგენტო Look Models-ის მოდელი იყო, რომლის დახმარებით მან საერთაშორისო პოდიუმზე მოხვედრა შეძლო. ის პარიზსა და სხვადასხვა ქალაქებში მუშაობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა GIVENCHY, ELLE, MARGIELA, DIESEL. ის ასევე თანამშრომლობდა ერთ-ერთ ცნობილ ამერიკულ სამოდელო სააგენტო NEXT-თან, სადაც მოხვედრაზეც თითოეული მოდელი ოცნებობს.

ყველა ახალი ამბავი
0