აფეთქება ბათუმში: დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან

© Sputnik / Seyran BaroyanПоследствия взрыва газа в жилом доме в Батуми
Последствия взрыва газа в жилом доме в Батуми - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქების გამო, რომელიც, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, საცხოვრებლის გარეშე ცხრა ოჯახი დარჩა

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112" შეტყობინება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კვირას შევიდა. დაშავდა ხუთი ადამიანი.

ტელეარხის ინფორმაციით, მძიმედ ფასდება ერთი ქალის მდგომარეობა, რომელსაც ქალა-ტვინის ტრავმა და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს; დანარჩენ სამს უმნიშვნელო ტრავმები აქვს.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სახლები და ავტომობილები დაზიანდა.

მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. სახლ-კარის გარეშე დარჩა ცხრა ოჯახი. ბათუმი მერიამ ისინი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო.

ადგილზე ღამით ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გარდა ამისა, ტერიტორია გაწმინდეს მერიის თანამშრომლებმა და დაზიანებული სახლის სახურავი დროებით შეაკეთეს.

შეძლებენ თუ მცხოვრებლები სახლებში დაბრუნებას, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა), რაც ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0