სახელოვანი გერმანელი კულინარი თბილისში მასტერ-კლასებს აწყობს

© courtesy of German Embassy in Georgiaშტეფან ობერმიულერი
შტეფან ობერმიულერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შტეფან ობერმიულერის ჯილდოებს შორისაა გამარჯვება კულინარების ოლიმპიადაზე - მზარეულებისა და კონდიტერების უძველეს პრესტიჟულ პროფესიულ კონკურსზე

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში გერმანულ-ქართული კულინარიული შეხვედრები მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს ცნობილი კულინარი გერმანიიდან შტეფან ობერმიულერი.

ღონისძიება ხელს უწყობს კულინარიული ტრადიციების გაცვლას და ასევე ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას — ობერმიულერი გერმანიის ერთ-ერთი პროფესიული კოლეჯის პედაგოგია.

„დუალური პროფესიული განათლების გერმანული წარმატებული მოდელისადმი საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ბატონი ობერმიულერის ცოდნა და გამოცდილება დიდ წვლილს შეიტანს საქართველოში გასტრონომიის დარგში ახალგაზრდა თაობის მოზიდვაში", — ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: პროფესიული განათლება - გზა დასაქმებისკენ

გერმანელმა მზარეულმა 6 დეკემბერს თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის კურსების მსმენელებთან ერთად საშობაო ნამცხვარი გამოაცხო. ის 7 დეკემბერს პროფესიული კოლეჯის, „მერმისის" სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის მასტერ-კლასს გამართავს.

ობერმიულერის ვიზიტი თბილისში საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს უკავშირდება.

ობერმიულერმა კულინარის ოფიციალური წოდება 2006 წელს მიიღო. ერთი წლის შემდეგ ის გერმანიის შეიარაღებული ძალების კულინართა ეროვნულ ნაკრებში მიიღეს. მომდევნო წლების განმავლობაში რამდენჯერმე დაჯილდოვდა კულინარიული ხელოვნების სხვადასხვა პრიზებითა და პრემიებით; დაიკავა პირველი ადგილი კულინართა ოლიმპიადაზე — მზარეულებისა და კონდიტერების მსოფლიოში უძველეს პრესტიჟულ პროფესიულ კონკურსზე.

ობერმიულერი 2008 წელს იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრის მზარეული. რომელმაც კულინარი გერმანიის შეიარაღებვული ძალების ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 20009 წელს ის ხელმძღვანელობდა სამზარეულოს, რომელიც საკვებს ამზადებდა ნატოს სტუმრებისთვის და აწყობდა სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის გერმანიის პრეზიდენტისთვის.

ობერმიულერს წარმატება ხვდა არაერთ საერთაშორისო კონკურსზე — ლუცერნში, ლუქსემბურგსა და სტამბულში.

მუშა - Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებში პროფესიული განათლების პროგრამას ნერგავენ

2012-2016 წლებში ობერმიულერი სწავლობდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში კვების მრეწველობის სპეციალობით. 2017 წლიდან ქალაქ ლანდსჰუტის პროფესიული კოლეჯის პედაგოგი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ქვეყნის განათლების სისტემაში გერმანული დუალური მოდელი ინერგება, რომლის თანახმად შესაძლებელია ერთდროულად სწავლა და სპეციალობით მუშაობა.

მთავრობის დაგეგმილი რეფორმა განათლების სისტემის გერმანულ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს, რათა მეტი ყურადღება დაეთმოს პროფესიული განათლების ეფექტურ სისტემას.

დუალური სისტემით განათლების უდიდესი ნაწილი საწარმოებში მიმდინარეობს, მოსწავლეები კი მინიმალურ ხელფასს მიიღებენ. პროცესში ჩართული არიან დამსაქმებლები.

საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდა პროფსასწავლებლები; ამჟამად ფუნქციონირებს ორმოცამდე პროფესიული სასწავლებელი და 10 ფილიალი.

 

ყველა ახალი ამბავი
0