16:27 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სარფი

სიურპრიზი ბარგში: „სარფის“ მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქალი იპოვეს – ვიდეოკადრები

© Sputnik / Seyran Baroyan
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
2872 0 0

თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მესაზღვრეებს საეჭვოდ მოეჩვენათ ქალი, რომელსაც მძიმე ჩემოდანი მიჰქონდა, და მისი ბარგის გაჩხრეკა გადაწყვიტეს.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თურქმა მესაზღვრეებმა „სარფის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ჩემოდანში საქართველოს მოქალაქე აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თურქულ მასმედიაზე დაყრდნობით.

ირკვევა, რომ 22 წლის ქალი, რომელსაც თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდა, ჩემოდანში დამალული ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას.  სამართალდამცველებმა „ჩემოდნის მგზავრიცა“ და მისი ხელშემწყობიც დააპატიმრეს, რომელიც ქალს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდა.

თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მესაზღვრეებს საეჭვოდ მოეჩვენათ ქალი, რომელსაც მძიმე ჩემოდანი მიჰქონდა, ამიტომ მისი ბარგის გაჩხრეკა გადაწყვიტეს.

ორივე ქალი მოგვიანებით ართვინის რეგიონის სამართალდამცველებს გადასცეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ხატია გიგოლაშვილი

მთავარი თემები