08:18 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ავტომობილები თბილისში, მტკვრის სანაპიროზე

მართვის მოწმობის გარეშე: შსს დარღვევათა სტატისტიკას აქვეყნებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
454 0 0

საქართველოში თითოეულ მძღოლს 1 ივლისიდან 100 ქულა დაერიცხა. დარღვევების შემთხვევაში მძღოლებს ეს ქულები აკლდებათ, ხოლო თუ ქულები ამოიწურა, მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მართვის მოწმობა ე.წ. ქულათა სისტემის ამოქმედებიდან — 1 ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 12 მძღოლს ჩამოერთვა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ე.წ. ქულათა სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მოქმედებს — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზეა გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, 2018 წლიდან კი 100 ქულა ერთ წელიწადზე გადანაწილდება.

შსს-ს ინფორმაციით, მართვის მოწმობის ჩამორთმევის „კანდიდატია" კიდევ ორი მძღოლი — მათ სულ 5-5 ქულა დარჩათ. 14 მძღოლს დარჩა 10-10 ქულა, 22-ს — 15-15, ხოლო 32-ს — 20-20.

პირველი, ვინც მართვის მოწმობა რეკორდულ ვადაში დაკარგა, ერთ-ერთი ქუთაისელი მძღოლია.

საქართველოში მოძრაობის წესებს ყველაზე მეტად არღვევენ: საჭესთან მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის, ქვეითთა გადასასვლელებზე გავლის და ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო.

შსს-ს მონაცემებით, ქვეყანაში იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ავტოავარიების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით შემცირდა, დაღუპული ადამიანების რაოდენობა — 7%-ით, დაშავებულების — 12%-ით.

მთავარი თემები