ქართველი პროფესორის აღიარება ევროპაში

© FB / Zaal Kokaiaზაალ კოკაია
ზაალ კოკაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაალ კოკაია, რომელიც „ევროპის მეცნიერებათა აკადემიის" წევრი გახდა, ექსპერიმენტულ მედიცინაში საქმიანობს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი ზაალ კოკაია „ევროპის მეცნიერებათა აკადემიის" (Academia Europaea) წევრი გახდა.

„ევროპის მეცნიერებათა აკადემიის" წევრი საქართველოს კიდევ ორი წარმომადგენელია — მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

კონგრესის ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
ქართველი მეცნიერი „ნობელის პრემიაზეა" წარდგენილი

„ევროპის მეცნიერებათა აკადემია" საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპული ქვეყნების მეცნიერებს აერთიანებს. ორგანიზაცია 1988 წელს შეიქმნა. აკადემია მოიცავს სექციებს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების ყველა ძირითადი განყოფილების მიმართულებით.

აკადემიის წევრია დაახლოებით 3,8 ათასი მეცნიერი — ტექნოლოგიური, ბიოლოგიური, სამედიცინო, მათემატიკური, ჰუმანიტარული, სოციალური და კოგნიტური მეცნიერებების, ეკონომიკისა და სამართლის წამყვანი სპეციალისტები.

ზაალ კოკაია შვედეთში მუშაობს. დაიბადა 1963 წელს. 1984 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (სპციალობით „ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია"). 25 წლისამ დაიცვა დისერტაცია.

ლუნდის უნივერსიტეტში კოკაია 1992 წლიდან მუშაობს, ხოლო უნივერსიტეტის სამედიცინო სამეცნიერო ცენტრში — 1996 წლიდან. 1999 წელს მან დაიმსახურა ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტის წოდება ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში. 2002 წელს კი მოიპოვა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (მუდმივი) ექსპერიმენტული მედიცინის დარგში.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი - Sputnik საქართველო
საქართველოში წლის საუკეთესო მეცნიერები დააჯილდოვეს

2003 წელს ზაალ კოკაია სათავეში ჩაუდგა ლუნდის უნივერსიტეტში ახლად დაარსებულ ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიული ცენტრის ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის ლაბორატორიას.

2007 წლიდან ზაალ კოკაია არის საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის "შტემშტროკე" ხელმძღვანელი. 2008 წელს იგი გახდა ლუნდის უნივერსიტეტის სრული პროფესორი ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის დარგში.

ქართველი მკვლევარი შვედეთში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ამავე დროს იგი არის კალიარის უნივერსიტეტის (სარდინია, იტალია) მოწვეული პროფესორი.

აქტიური მოღვაწეობის მიუხედავად ის არ წყვეტს კავშირს სამშობლოსთან და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში პერიოდულად ლექციებს კითხულობს.

კოკაია შვედეთში ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ცხოვრობს, თუმცა თავს ემიგრანტად არ მიიჩნევს. მისი აზრით, მეცნიერება უნივერსალურია და გეოგრაფიული საზღვრები არ გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0