ამინდს თბილისის აეროპორტის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტში არ შესრულდა მხოლოდ ერთი რეისი კიევიდან, თვითმფრინავს ქუთაისის აეროპორტში მოუწია დაშვება

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. გასულ ღამეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უწყვეტად მუშაობდა, ძლიერი ქარის გამო არ შესრულდა მხოლოდ ერთი რეისი კიევიდან, რომელსაც ქუთაისის აეროპორტში მოუწია დაშვება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" აეროპორტის პრეს-სამსახურში.

თვითმფრინავი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ნანუკა ჟორჟოლიანი: წვრილმანების დედაც ჯეკ, მთავარია სიცოცხლე

დღეს დილით ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე საერთაშორისო რეისი ვერ განხორციელდა, მათ შორის მოსკოვიდან, სტამბულიდან და კიევიდან.

„არანაირი ჩავარდნა არ ყოფილა, გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ერთადერთი, რაც სწორია, ისაა, რომ ერთი თვითმფრინავი, რომელიც კიევიდან ჩამოფრინდა, თბილისში ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის აეროპორტში დაჯდა. დანარჩენ შემთხვევებში აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა", — განაცხადეს პრეს-სამსახურში.

ყველა ახალი ამბავი
0