საგანგაშო სტატისტიკა: საქართველოში სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა

© AFP 2024 / LOIC VENANCEორსული
ორსული - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სამწუხარო მონაცემები უკავშირდება იმას, რომ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შობადობა თითქმის ორჯერ შემცირდა

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობა შობადობას ჭარბობს, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის („საქსტატი") აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თენგიზ ცეკვავამ.

ცეკვავამ ისაუბრა როგორც მოსახლეობის მკვეთრ შემცირებაზე, ასევე იმაზეც, თუ რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფო ამ საკითხში მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

„2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით დავინახეთ, რომ შობადობა პირველად ჩამორჩა გარდაცვალებას. ანუ გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა. ეს პროცესი არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ 1990-იან წლებში შობადობამ იკლო და ის მოსახლეობა და ახალგაზრდები, რომლებიც ფერტილურ ასაკში შედიან, განსაკუთრებით ქალები, მათი რიცხვი ფაქტობრივად განახევრდა", — განაცხადა ცეკვავამ.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს დემოგრაფიული ანექსიის საშიშროება ემუქრება

მისი თქმით, თუ 1980-იან წლებში დაახლოებით 450 ათასი გოგონა დაიბადა, 1990-იან წლებში ეს მაჩვენებელი 230 ათასი იყო. ბავშვების რაოდენობის შემცირება მოსალოდნელია სწორედ იმ ქალებისგან, რომლებიც ამჟამად ფერტილურ ასაკში შედიან, განმარტა „საქსტატის" წარმომადგენელმა.

ცეკვავამ ასევე აღნიშნა, რომ 1990-იან წლებში ჩატარებულ აღრიცხვასთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 1,8 მილიონით შემცირდა. 2014 წელს ჩატარებულმა აღრიცხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია მაშინ, როდესაც 2002 წლის აღწერის დროს ეს მაჩვენებელი 4,3 მილიონი იყო.

მოსახლეობის მეტი შემცირება შეინიშნება 1989 წლის ბოლოს ჩატარებული აღრიცხვის მონაცემთან შედარებით. მაშინ მოსახლეობა 5,5 მილიონს შეადგენდა.

„ამის მიზეზი არის, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის რღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოსთან მიმართებაში მიმდინარე პროცესები. გარდა ამისა, ის დიდი მიგრაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1990-იან წლებში… ჩვენი შობადობის დონე უახლოეს წლებში შემცირდება სწორედ იმის გამო, რომ 90-იანებში ჩავარდნა გვქონდა", — აღნიშნა ცეკვავამ და დასძინა, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით სახელმწიფომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0