10:25 21 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სოციალური ქსელი „ფესიბუქი

საქართველო ინტერნეტ-სივრცეში რეგიონის ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა

© Sputnik/ Nataliya Seliverstova
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
18 0 0

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა საქართველო რეგიონში ინტერნეტ-თავისუფლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ მიიღო 24 ქულა შკალის მიხედვით, სადაც 0, ინტერნეტის კუთხით, ყველაზე თავისუფალ ქვეყანას ნიშნავს, ხოლო 100 — ყველაზე ნაკლებად თავისუფალს, აღნიშნულია Freedom House-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში.

ამგვარად, საქართველო მწვანე ფერშია წარმოდგენილი. ამ ფერს ანიჭებენ ქვეყნებს, სადაც არ არის შეზღუდული ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გამოყენება.

რეიტინგის თანახმად, ინტერნეტ-თავისუფლების მხრივ ლიდერები არიან ისლანდია, ესტონეთი (6-6 ქულა) და კანადა (15 ქულა).

რეიტინგის აუტსაიდერები გახდნენ ჩინეთი (87 ქულა), ეთიოპია (86) და ირანი (85).

ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდნენ სომხეთი (32) და აზერბაიჯანი (58). არათავისუფალი ქვეყნების სიაშია არიან რუსეთი (66) და თურქეთი (66). ამგვარად. საქართველომ რეგიონში მაღალი შეფასებით, ინტერნეტ-თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

კვლევაში სულ 65 ქვეყანა შევიდა. რეიტინგში არ მოხვდა აფრიკის, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ბევრი ქვეყანა.

Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე მთელ მსოფლიოში ზრუნავს. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს.

Freedom House 1941 წელს დაარსდა.

 

მთავარი თემები