საქართველოში ერთი სახელმწიფო მინისტრით ნაკლები გვეყოლება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა სამინისტროს დარბაზი გამოსვლებისთვის
საგარეო საქმეთა სამინისტროს დარბაზი გამოსვლებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა მთავრობის შემადგენლობის ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უერთდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ საუბრისას.

ცვლილებების თანახმად, სამინისტროების რაოდენობა მცირდება — 18-ის ნაცვლად იქნება 14 უწყება. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდა უქმდება ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები.

განახლებულ სამინისტროს საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

"ახალი გამოწვევები, რაც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია", — განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილებას ზრდის

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თანამდებობის გარეშე დარჩა. ამგვარად საქართველოში რჩება ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც სამოქალაქო შერიგებისა და თანასწორობის საკითხებით არის დაკავებული. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასევე გაუქმდა სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

სტრუქტურული რეფორმების ჩასატარებლად საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პარლამენტში უნდა შეიტანოს შესწორებები კანონში "საქართველოს მთავრობის შესახებ". შესაბამის საკითხს მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტენ.

იხილეთ ასევე სტატია „როგორი იქნება საქართველოს მთავრობის ახალი სტრუქტურა" >>>

 

ყველა ახალი ამბავი
0