შსს-ს წარმომადგენლები თამბაქოს კონტროლის აღსრულების საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნენ

© Fotolia / Monetოფისის მწეველი თანამშრომელი
ოფისის მწეველი თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს მაქსიმალურად ცდილობს, შემზადებული შეხვდეს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ამოქმედებას

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინსიტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები თამბაქოს კვამლის ზემოქმედების აკრძალვის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის შესახებ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას გაეცნენ, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა საკმაოდ მოცულობით როლს და პასუხისმგებლობას აკისრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩართული უწყებების გადამზადებას და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას, იმისათვის რათა შემზადებული შევხვდეთ ამ ახალ კანონს. აქედან გამომდინარე დღეს გაიმართა ექსპერტებთან  შეხვედრა, რომლებმაც ამ მიმართულებით  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა წარმოგვიდგინეს“, — განაცხადა  შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტაენტის დირექტორმა ვალერი ლომუაშვილმა. 

გოგონა სიგარეთით - Sputnik საქართველო
ქუმსიშვილი: საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25%-ით შემცირდა

თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისაგან დაცვის სახელმწიფო კონტროლისა და თამბაქოს კონტროლის სხვა საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების შესახებ სამუშაო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული თამბაქოს კონტროლის აღსრულების პროცესში.

ვახტანგ ქაცარავა - Sputnik საქართველო
ვახტანგ ქაცარავა: ფილტვის კიბოს ძირითადად თამბაქოს მოწევა იწვევს

ექსპერტებმა  შეხვედრაზე თამბაქოს კვამლის ზემოქმედების აკრძალვის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის შესახებ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს. ასევე გაიმართა დისკუსია, სადაც დეტალურად განიხილეს ამ მიმართულებით არსებული ვითარება და იმ საშუალებებზე ისაუბრეს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია პრობლემური საკითხების შემჭიდროვებულ ვადებში გადაჭრა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საექსპორტო რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0