08:03 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ქართული ღვინო, ტკბილეულობა და ხილი

სიღნაღში 15 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (31)
19 0 0

სიღნაღის ფესტივალზე ქართული ღვინის, ნაზუქის, თათარას და სხვა ქართული ნუგბარის დეგუსტაცია გაიმართება

თბილისი, 13 ოქომბერი — Sputnik. კვირას სიღნაში ღვინის ტრადიციული ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ გლეხურ ღვინოს, კახურ ნაზუქებს, თათარას,  მწვადს და სხვა კერძებს, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღესასწაულზე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, ასევე სიღნაღის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. ღვინის ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდება.

ფესტივალი დაიწყება 12 საათზე და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ფესტივალის ორგანიზატორია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა. 


თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (31)

მთავარი თემები