საქართველოში თავშესაფარი რუსეთის 28 მოქალაქემ ითხოვა

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მიღებას 353 უცხოელი ელოდება.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მიღებას რუსეთის 28 მოქალაქე ელოდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ

საქართველოში თავშესაფრის მსურველთა საერთო რაოდენობიდან 11 ქალია. მათ შორის ერთი 4 წლის ბავშვია, ორი 12-დან 17 წლამდე მოზარდი, შვიდი 18-დან 59 წლამდე ასაკის, ხოლო ერთი 60 წელს გადაცილებული პირი.

რაც შეეხება მამრობით სქესს, საქართველოში თავშესაფარს ელოდება ორი 4 წლის ბავშვი, ერთი 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვი, სამი მოზარდი (12-დან 17 წლამდე) და 18-დან 59 წლამდე ასაკის 11 მამაკაცი.

უწყების მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მსურველ უცხოელთა შორის რუსეთი მოქალაქეები მეოთხე ადგილზე არიან. პირველ ადგილზეა ირანის მოქალაქეები (50 ადამიანი), მეორეზე — ეგვიპტის მოქალაქეები (49 ადამიანი), მესამეზე — თურქეთის მოქალაქეები (31 ადამიანი).

მთლიანობაში საქართველოში თავშესაფრის მიღებას 353 ადამიანი ელოდება, რომელთაგან სამი მოქალაქეობის არმქონე პირია.

ყველა ახალი ამბავი
0