08:18 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ბანერი კახა კალაძის გამოსახულებით

რა სიმდიდრეს ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები

© Sputnik / Levan Avlabreli
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერობის კანდიდატები (10)
108 0 0

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ დაითვალა, რა ქონებასა და ბიზნესებს ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენტებს შორის ყველაზე მდიდარია თბილისის მერობის კანდიდატი მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან" კახა კალაძე.

ინფორმაცია კანდიდატების ქონების, ბიზნესისა და 2017 წელს მათი პარტიების შემოწირულობების შესახებ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ გაავრცელა.

როგორც აღმოჩნდა, კალაძეს ეკუთვნის 12 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის უძრავი ქონება. მას ასევე ეკუთვნის 100%-იანი წილი კომპანიებში Kala capital limited და „კოლხეთი", 50%-იანი წილი კომპანიაში „ნესტ გრუპი" და 33%-იანი წილი კომპანიაში „იუკა".

ამასთან, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსთვის" 2017 წელს შემოწირულმა თანხამ 11,3 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ზაალ უდუმაშვილი — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (ენმ) კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობაზე — ფლობს 740 კვადრატული მეტრი ფართობის უძრავ ქონებას. 2012 წელს მან დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია „ფარვანა".

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2017 წელს შემოწირულობის სახით 65,6 ათას ლარზე მეტი მიიღო.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილს, მას აქვს 69,9 კვადრატული მეტრი ფართობის უძრავი ქონება. ამასთან, მან დააარსა არაკომერციული ორგანიზაციები: "FM სტუდია", „თბილისის უახლესი ისტორიის კვლევის ცენტრი", „ტფილისის ჰამქარი" და „ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის".

შემოწირულობის სახით 2017 წელს ელისაშვილმა 24,9 ათას ლარზე მეტი მიიღო.

თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ელენე ხოშტარია ფლობს 6,7 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის უძრავ ქონებას. მისი მეუღლეა სამშენებლო კომპანია m2-ის დირექტორი. ხოშტარია არის სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სახელობის ფონდის გამგეობის თავმჯდომარე.

რაც შეეხება შემოწირულობას, წლის დასაწყისიდან მისმა პარტიამ მიიღო 790,8 ათასზე მეტი ლარი.

კიდევ ერთი მერობის კანდიდატი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიიდან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ირმა ინაშვილი 2 681 კვადრატული მეტრი ფართობის მფლობელია. გასულ წელს თავისი დედისგან მან საჩუქრად მიიღო 7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბეჭედი. ინაშვილი ასევე არის კომპანია „ეკონომ X"-ის 50%-იანი წილის მფლობელი.

მიმდინარე წელს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" შემოწირულობის სახით 29,9 ათას ლარზე მეტი მიიღო.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა 90 კვადრატული მეტრი ფართობის ქონებას ფლობს. მან საკუთარ პარტიას 2016 წელს 30,9 ათასი ლარი შესწირა.

პარტიის შემოწირულობამ 2017 წელს 2 ათას ლარზე ცოტა მეტი შეადგინა.

პარტია „ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის მფლობელობაშია 136 კვადრატული მეტრი ფართობის უძრავი ქონება. ის არის დამფუძნებელი არაკომერციული ორგანიზაციისა „სტუ კურსდამთავრებულთა კლუბი" და „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება".

მიმდინარე წელს პარტიამ შემოწირულობის სახით 29,3 ათასი ლარი მიიღო.

თბილისის მერობის კანდიდატ კახა კუკავას (ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა — დემოკრატიული საქართველო — თავისუფალი საქართველო") უძრავი ქონება არა აქვს. მას აქვს 50%-იანი წილი კომპანიებში „ნიკოლაძე და კუკავა" და „ნიაური და კუკავა".

კუკავამ 2016 წელს საკუთარ პარტიას გადაურიცხა 2,8 ათას ლარზე მეტი, ხოლო მიმდინარე წელს პარტიას შემოწირულობა არ მიუღია.

პარტია „შენების მოძრაობის" კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილის მფლობელობაშია 1 130 კვადრატული მეტრი ფართობის უძრავი ქონება. მან დააფუძნა არაკომერციული ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტი". რაც შეეხება შემოწირულობას, ამის შესახებ ინფორმაცია არ არის.

საქართველოს მოქალაქეები 21 ოქტომბერს აირჩევენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს.

თემები:
თბილისის მერობის კანდიდატები (10)

მთავარი თემები