08:02 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გოგონა სიგარეთით

ქუმსიშვილი: საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25%-ით შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (26)
39 0 0

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ვაშინგტონში სპეციალურ სესიაზე, რომელიც თამბაქოზე გადასახადების თემას მიეძღვნა, სიგარეტის მოწევსთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ოფიციალუირი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25%-ით შემცირდა, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა გააკეთა სპეციალურ სესიაზე, რომელიც თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის თემას მიეძღვნა. აღნიშნული სესია აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ სესიაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ კიმი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის გამოსვლაში ქუმსიშვილმა ისაუბრა მთავრობის ხედვაზე თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით საზოგადოების ყველა სეგმენტში, განსაკუთრებით, მოზარდებში. 

"პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში 2013 წლიდან აქციზის განაკვეთები თამბაქოს ნაწარმზე ზრდადია და ბოლო 4 წლის განმავლობაში მან 5-ჯერ მოიმატა. შედეგად, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზით დაბეგვრიდან 150 პროცენტით გაიზარდა", — აღნიშნულია განცხადებაში.

თავის გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადრება გაამახვილა აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლსა და მიღებულ კანონზე, რომელიც აღნიშნული პრობლემის გაცილებით უფრო კომპლექსური მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

აქტიური ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ საქართველოში 2016 წელს დაიწყო. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 33% მწეველია.

ამჟამად საქართველოში მოწევა დაშვებულია მრავალ საზოგადოებრივ ადგილას, გარდა სახელმწიფო დაწესებულებების, სკოლების, საბავშვო ბაღების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მატარებლების და კატარღების გარდა), თეატრების, მუზეუმების, საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკებისა. გარდა ამისა, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვანთათვის მიყიდვა. 

მოწევა ნებადართულია პრაქტიკულად ყველა ბარში, რესტორანში, კაფესა და კლუბში. არამწეველთათვის მხოლოდ რესტორნების, ბარებისა და კაფეს რამდენიმე ქსელი არსებობს.

მაისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით 2018 წლის 1 მაისის შემდეგ ქვეყანაში მოწევის საყოველთაო აკრძალვა ამოქმედდება.

აკრძალვის დაწესების შემდეგ მოწევა იქნება ნებადართული მხოლოდ ქუჩაში, სახლში და სამორინეში. 2020 წლის 1 იანვრამდე მოწევა დაშვებულია იქნება ღია სტადიონებზე და სასტუმროების ნომრებში, რომლებიც მწეველთათვის არის განკუთვნილი. ამ თარიღის შემდეგ სრული აკრძალვა ამოქმედდება.

მოწევა აიკრძალება ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებში და სხვა ნებისმიერ შენობაში. გამონაკლისს წარმოადგენს ბარების და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, საპატიმრო დაწესებულებები, ფსიქიატრიული დაწესებულებები და სიგარა-ბარები.

 

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (26)

მთავარი თემები